ახალმა კორონავირუსმა გამოიწვია უდიდესი მასშტაბის გლობალური პანდემია, რომლის მსგავსი კაცობრიობას ბოლო 100 წელია არ ახსოვს. პანდემიამ გამოიწვია უდიდესი ჰუმანური ტრაგედია, რაც გამოიხატა თითქმის 1,8 მილიონამდე ადამიანის გარდაცვალებაში, მსოფლიო ეკონიმიკის უმძიმეს კრიზისში, მოსახლეობის ფართო ფენების გაღარიბებაში.
კორონავირუსის დამარცხების გზა ვაქცინასა და ეფექტურ ანტივირუსულ მედიკამენტზე გადის. ხოლო ჭიპლარის სისხლისა და ქსოვილის ღეროვანი უჯრედების როლი კოვიდის სამკურნალოდ კი უმძიმესი გართულების – მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაავადებულ პაციენტებში მოიაზრება. კოვიდ 19-ის შემთხვევათა 5% კრიტიკულია და მოითხოვს ინტენსიური თერაპიის ბლოკში მკურნალობას ფილტვის ხელოვნური ვენტილაციით. სუნთქვის უკმარისობა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის გამო არის სიკვდილი წამყვანი მიზეზი. დისტრესს სინდრომს იწვევს ე.წ. ციტოკინების შტორმი. ესაა ჰიპერიმუნური რეაქცია – ჰიპერანთების სინდრომი კატასტროფული ჰიპერციტოკინემიის შედეგად, რაც იწვევს მულტიორგანულ უკმარისობას. მაღალ სიცხეს, ციტოპენიასა, არდს არის პაციენტთა 50%-ში. იგივე სინდრომი გვხვდება სხვა, მძიმედ მიმდინარე დაავადებების დროსაც, მაგ. პნევმონიის, სეფსისის, გრიპის და ა.შ.
ორგანიზმში მატულობს პროანთებითი ციტოკინების გამოყოფა: IL-1-beta, IL-2, IL-6, (TNF- α) და TGF-beta. შედეგად ზიანდება ფილტვის ალვეოლები, ხდება მათი კედლის შეშუპება, შედეგად კი ჟანგბადის და ნაშირორჟანგის მომოცვლის დარღვევა და სუნთვის უკმარისობა და პაციენტი ჟანგბადის მიწოდებას და ხშირად ფილტვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებას საჭიროებს.
პათოლოგიურად გააქტივებული იმუნური სისტემის სუპრესია დადებითად იმოქმედებს ამ დაავადების დროს. ჭიპლარის ქსოვილისა და სისხლის მეზენქიმური ღეროვანი უჯრედები აქვთ იმუნომოდულატორული ფუნქცია, ააქტივებენ ე.წ. T რეგულატორულ ლიმფოციტებს და M2 მაკროფაგებს, ისინი კი თავის მხრივ თრგუნავენ B და T ლიმფოციტებს, NK უჯრედებს, დენდრიტულ უჯრედებს, მონოციტებსა და ნეიტროფილებს, ასევე ანტიანთებით ნივთიერებებს: PGE2, IL-10.
შედეგად, ანთებითი ციტოკინების გამოყოფა მცირდება, მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი ალაგდება და პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება.
2020 წლის ივნისში გამოქვეყნდა სტატია ამერიკის 3 უმნიშვნელოვანესი უნივერსიტეტის (ემორის, მაიამის და დუკის) და მეიოს კლინიკის სპეციალისტების ავტორობით, სადაც ისინი ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო მოქმედებას განიხილავდნენ. სადღეისოდ ჭიპლარის ქსოვილის და სისხლის მეზენქიმური ღეროვანი უჯრედებით კორონავირუსის სამკურნალოდ ჩატარებულია ათეულობით კვლევა მრავალ ქვეყანაში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ისრაელი, საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრალია,ინდონეზია, ეგვიპტე, იორდანია, მექსიკა.
ისრაელში, კომპანია პლურისტემის მკვლევარებმა მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების გამოყენებით მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომიანი 7 პაციენტის გადარჩენა შეძლეს. ამჯამად პლურისტემი კლინიკურ კვლევას 140 პაციენტზე ატარებს, მათ შორის აშშ-სა და გერმანიაში. ფლორიდაში, მაიამის დიაბეტის კვლევის ცენტრში დასრულდა კვლევა 24 პაციენტში ფილტვების ორმხრივი პნევმონიით. კალიფორნიაში კვლევა ჩატარდა 40 პაციენტზე, ხოლო ჩინეთში, პეკინსა და უჰანში 100 პაციენტზე. ყველა ეს კვლევა იყო უმაღლესი სტანდარტის: რანდომიზებული, კონტროლირებადი, ორმხრივად ბრმა კვლევა. ეს კვლევები ოქტომბრის მიწურულსა და ნოემბერში დასრულდა და მათი შედეგები ამჟამად საბოლოო ანალიზს გადის.
ჭიპლარის სისხლის მეზენქიმური ღეროვანი უჯრედებიის მოქმედებას კოვიდით გამოწვეული მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის დროს შეისწავლიან ტეხასში, MD Anderson ცენტრში 70 პაციენტის მონაწილეობით.
გარდა მეზენქიმური უჯრედებისა, მნიშვნელოვანია ჭიპლარის სისხლის გააქტივებული ბუნებრივი კილერი უჯრედების როლი კოვიდის სამკურნალოდ, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ბუნებრივი კილერების თანდაყოლილი უნარია, შეუტიოს და გაანადგუროს ვირუს-ინფიცირებული უჯრედები. ამერიკული კომპანია სელულარითი (Celularity) ამ მიმართულებით აწარმოებს კვლევას 86 პაციენტზე. კვლევა აშშ-ში მიმდინარეობს. გამოიყენება ჭიპლარის სისხლის გააქტივებული NK უჯრედები, ე.წ: CYNK-001.
ბუნებრივი კილერი უჯრედების ვირუსზე მოქმედება ზოგადად, არასპეციფიურია, რაც ნიშნავს, რომ ამ ტიპის უჯრედები აქტიურია სხვა ვირუსების დროსაც, მათ შორის მომავალში ახალი პანდემიის გამოწვევის პოტენციალის მქონე შეუსწავლელი ვირუსების შემთხვევაშიც.
ჯეოქორდი მზადაა მომართვის შემთხვევაში დაინტერესებულ კოვიდ ცენტრებთან ერთად აწარმოოს კლინიკური კვლევა ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების გამოყენებით. ჩვენ მეზენქიმურ ღეროვან და ასევე ბუნებრივ კილერ უჯრედებზე მუშაობის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება გვაქვს.