“ჯეოქორდი” დაარსდა 2006 წელს ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის ბაზაზე, როდესაც ჩვენმა კლინიკამ მოიპოვა ქალაქ თბილისის მერიის გრანტი ონკოჰემატოლოგიური პაციენტების ოჯახებში ჭიპლარის სისხლის შესაგროვებლად.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ 2007 წლის იანვრიდან “ჯეოქორდმა” დაიწყო კომერციულად ჭიპლარის სისხლის შენახვა.

ჭიპლარის სისხლის ბანკის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებას იძლევა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად იქნას აღებული, დამუშავებული, გამოკვლეული და შენახული ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები და საჭიროების დროს უზრუნველყოფილი იქნას მისი დროული და შესაბამისი ტრანსპორტირება ტრანსპლანტაციის იმ ცენტრში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც ჩვენს კლიენტს ჩაუტარდება გადანერგვა.

დაავადებები

სადღეისოდ ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაცია სტანდარტული თერაპიაა სისხლის ონკოლოგიური და არაონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. სისხლმბადი სისტემის ონკოლოგიური დაავადებები:

  • მწვავე ლეიკემია
  • მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია
  • მწვავე მიელოიდური ლეიკემია
  • ქრონიკული ლეიკემია
  • ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია
  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
  • ლიმფომები
  • ჰოჯკინის
  • არაჰოჯკონის
  • მიელოდისპლაზიური სინდრომი
  • მიელოპროლიფერაციული დაავადებები

  • მწვავე მიელოფიბროზი

  • ანგიოგენური მიელოიდური მეტაპლაზია
  • ჭეშმარიტი პოლიციტემია
  • ესენციალური თრომბოციტემია
  • პლაზმური უჯრედების დაავადებები
  • მრავლობითი მიელომა
  • პლაზმური უჯრედების ლეიკემია
  • ვალდენსტრიომის მაკროგლობულინემია
  • სისხლმბადი სისტემის არაონკოლოგიური დაავადებები

თანდაყოლილი ანემიები:

  • ბეტა თალასემია
  • ბლაკფან–დაიმონდის ანემია
  • ერითროციტების აპლაზია
  • ნამგლისებრი ანემია
  • პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურია
  • თრომბოციტების თანდაყოლილი დაავადებები
  • თანდაყოლილი თრომბოციტოპენია
  • გლანცმანის თრომბასთენია
  • იმუნური სისტემის თანდაყოლილი დაავადებები
  • მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიტები
  • ატაქსია-ტელეანგიექტაზია
  • შიშველი ლიმფოციტების სინდრომი
  • დი ჯორჯის სინდრომი
  • ლეიკოციტების ადჰეზიის დეფიციტი
  • ვისკოტ-ოლდრიჯის სინდრომი
  • ჩედიაკ-ჰაგაშის სინდრომი
  • ნეიტროფილების აქტინის დეფიციტი
  • რეტიკულური დისგენეზი
  • თანდაყოლილი ნეიტროპენიები
  • კოსტმანის სინდრომი
  • მუკოპოლისაქარიდოზები
  • ჰურლერის სინდრომი
  • შეიეს სინდრომი
  • ჰუნტერის სინდრომი
  • სანფილიპოს სინდრომი
  • მორკიოს სინდრომი
  • მაროტო-ლამის სინდრომი
  • ბეტა-გლუკურონიდაზის დეფიციტი
  • მუკოლიპიდოზი II ტიპის
  • ლეიკოდისტროფიული დაავადებები
  • ადრენოლეიკოდისტროფია
  • კრაბეს დაავადება
  • მეტაქრომული ლეიკოდისტროფია
  • ლიზოსომური დაავადებები
  • გოშეს დაავადება
  • ნიმან-პიკის დაავადება
  • სენდჰოფის დაავადება
  • ტეი-საქსის დაავადება
  • ვოლმანის დაავადება
  • სხვა თანდაყოლილი დაავადებები
  • ლეშ-ნიჰანის სინდრომი
  • ოსტეოპეტროზი

ახლო მომავლის პერსპექტივები რეგენერაციულ მედიცინაში

სადღეისოდ ჭიპლარის სისხლი უკვე გამოიყენება ცერებრული დამბლის სამკურნალოდ, ფეხს იკიდებს ასევე მისი გამოყენება აუტიზმის სამკურნალოდ.  ახლო მომავალში ჭიპლარის სისხლი გამოყენებულ იქნება ასევე  შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • მიოკარდიუმის ინფარქტის
  • ინსულტების
  • ალცჰაიმერის დაავადების
  • პარკინსონის დაავადების
  • გაფანტული სკლეროზის
  • სხვა ნეიროდეგენერაციული და კუნთოვანი დაავადებების
  • შაქრიანი დიაბეტის
  • ღვიძლის ციროზის.

მსოფლიოს მრავალ ლაბორატორიაში ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების სინჯარაში გამრავლებისა და მათგან სხვადასხვა ქსოვილის მიღებისა რეგენერაციული (აღდგენით) მედიცინაში გამოსაყენებლად, მათ შორის ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების), ნერვული უჯრედების, სისხლძარღვთა უჯრედების (ენდოთელიოციტების), ხრტილის ქსოვილის უჯრედების, კანის ქსოვილის უჯრედების და ა. შ. არც თუ ისე შორეულ მომავალში რეალურად იქნება შესაძლებელი ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებიდან პაციენტისთვის სასურველი უჯრედებისა და ქსოვილის გაზრდა.