ჭიპლარის სისხლის შენახვის მსოფლიო ისტორია
მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან იქმნებოდა კონცეფცია ჭიპლარის სისხლის გამოყენების შესახებ. ათწლეულების მანძილზე მიმდინარე კვლევებმა აჩვენა, რომ ჭიპლარის სისხლი შეიცავდა დიდი რაოდენობით ღეროვან უჯრედებს, რომლის გამოყენება შეიძლებოდა როგორც სრულფასოვანი ალტერნატივა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის.
მრავალი წლის ექსპერიმენტული კვლევის შემდგომ შემზადდა ნიადაგი მისი გადანერგვისათვის და 1988 წლის 6 ოქტომბერში ელიან გლუკმანის ჯგუფმა საფრანგეთში ჩაატარა ჭიპლარის სისხლის პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია 6 წლის ფანკონის ანემიით დაავადებული პაციენტთან. პაციენტი განიკურნა და დღესაც თავს კარგად გრძნობს. 1991 წელს ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაციით განიკურნა პაციენტი ქრონიკული მიელოგენური ლეიკემიით. ცხადი გახდა ამ მეთოდის დიდი პერსპექტივების შესახებ.
შემდგომმა გადანერგვებმა დაადასტურა, რომ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრდების ტრანსპლანტაციაძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სრულფასოვანი ალტერნატივაა. წამოიჭრა საკითხი ჭიპლარის სისხლის ბანკის შექმნის შესახებ. 1992 წელს აშშ-ში დაარსდა პირველი საერთაშორისო რეგისტრი და პირველი ჭიპლარის სისხლის ბანკიც შეიქმნა, ნიუ იორკის სისხლის ცენტრის ჭიპლარის სისხლის ბანკი და არიზონას უნივერსიტეტთან არსებული ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი.
სადღეისოდ აშშ-ში არსებობს ჭიპლარის სისხლის 55 ბანკი. სულ მალე ევროპაშიც შეიქმნა ჭიპლარის სისხლის რეგისტრი და ბანკი. ბანკირებამ მალე მოიპოვა პოპულარობა როგორც სამედიცინო წრეებში, ასევე მოსახლეობაში. სადღეისოდ მსოფლიოში სულ მცირე 150 ბანკია შექმნილი, სადაც ხორციელდება როგორც საკუთარი (აუტოლოგიური), ასევე დონორების (ალოგენური) ჭიპლარის სისხლის დამუშავება და ხანგრძლივი დროით შენახვა.
სადღეისოდ მსოფლიოში ერთ მილიონამდე ნიმუშია შენახული. ბანკირების პარალელურად კიდევ უფრო ფართო გაქანება მიეცა ტრანსპლანტაციას და 2003 წლისთვის მსოფლიოში 6000-მდე ასეთი ტრანსპლანტაცია განხორციელდა, სადღეისოდ კი უკვე 40000-მდე. პაციენტთა უმეტესობა ბავშვია, მაგრამ სულ მცირე 10% მოზრდილი პაციენტია.
მომავალში შესაძლებელი იქნება ასევე ჭიპლარის სისხლიდან სხვა ქსოვილების (ნერვული, მიოკარდიუმის, ღვიძლის, პანკრეასის, ძვლის, ხრტილის) მიღება. სულ უფრო მზარდია ჭიპლარის სისხლის რეგენერაციულ მედიცინაში გამოყენება. უკვე იყენებენ მას კლინიკურ კვლევებში ცერებრული დამბლის (200-ზე მეტი პაციენტი), თავისა და ზურგის ტვინის ტრავმების, შაქრიანი დიაბეტის I ტიპის, მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, ათეროსკლეროზი), ართროზები.
2005 წლის 20 დეკემბერს აშშ-ს კონგრესმა მიიღო ღეროვანი უჯრედებით მკურნალობისა და კვლევის აქტი (STEM CELL THERAPEUTIC AND RESEARCH ACT OF 2005). ის ითვალისწინებს 150000 ახალი მასალის შეგროვებას სისხლის დაავადებებით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, მეტაბოლური დაავადებებით, ჰემოგლობინოპათიებითა და თანდაყოლილი იმუნოდეფიციტით შეპყრობილი პაციენტების ოჯახებში ჭიპლარის სისხლის შეგროვების დაფინანსებას, ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების კვლევას.
პროგრამის დასაფინანსებლად ყოველწლიურად 50 – 54 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი 2010 წლის ჩათვლით. 2011-2015 წლებისთვის ამ მიზნებისათვის დამატებით 43 მილიონი დოლარი გამოიყო.