დაავადებები
სადღეისოდ ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაცია სტანდარტული თერაპიაა სისხლის ონკოლოგიური და არაონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. სისხლმბადი სისტემის ონკოლოგიური დაავადებები:
თანდაყოლილი ანემიები:
ახლო მომავლის პერსპექტივები რეგენერაციულ მედიცინაში
სადღეისოდ ჭიპლარის სისხლი უკვე გამოიყენება ცერებრული დამბლის სამკურნალოდ, ფეხს იკიდებს ასევე მისი გამოყენება აუტიზმის სამკურნალოდ. ახლო მომავალში ჭიპლარის სისხლი გამოყენებულ იქნება ასევე შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
მსოფლიოს მრავალ ლაბორატორიაში ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების სინჯარაში გამრავლებისა და მათგან სხვადასხვა ქსოვილის მიღებისა რეგენერაციული (აღდგენით) მედიცინაში გამოსაყენებლად, მათ შორის ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების), ნერვული უჯრედების, სისხლძარღვთა უჯრედების (ენდოთელიოციტების), ხრტილის ქსოვილის უჯრედების, კანის ქსოვილის უჯრედების და ა. შ. არც თუ ისე შორეულ მომავალში რეალურად იქნება შესაძლებელი ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებიდან პაციენტისთვის სასურველი უჯრედებისა და ქსოვილის გაზრდა.