მომსახურების პირობები

ახალშობილის დაბადების შემდეგ ჭიპლარის სისხლის შეგროვების, მისგან ბანკში ღეროვანი უჯრედების კონცენტრატის მიღების, მისი ბაქტერიულ და ვირუსულ გამომწვევებზე ტესტირების, იმუნოფენოტიპირების, კრიოპრეზერვაციის და კრიოგენულ საცავში შენახვის საფასური მოიცავს პირველი წლის გადასახადსაც, რომელიც შეგიძლიათ გადაიხადოთ, როგორც პირდაპირ ასევე უპროცენტო განვადებით.

სანამ თქვენი ბავშვი დაიბადება, საჭიროა, რომ დარეგისტრირდეთ ჩვენს ბანკში. ეს არის მარტივი პროცესი, რომლის დროსაც ავსებთ  ხელშეკრულებას, აპლიკაციას და ირჩევთ შესაფერის შენახვის გეგმას და გადახდის პირობებს. რეგისტრაციის შემდეგ, მიიღებთ კოლექციის კომპლექტს, რომელიც გამოყენებული იქნება მშობიარობის დროს ჭიპლარის სისხლის უსაფრთხოდ შესაგროვებლად.

როდესაც თქვენი ბავშვი დაიბადება და ჭიპლარი გადაიჭრება, თქვენი ექიმი უსაფრთხოდ შეაგროვებს დარჩენილ სისხლს ჭიპლარიდან და პლაცენტიდან ჩვენი სტერილური კომპლექტის გამოყენებით. ეს პროცესი სწრაფია, უმტკივნეულო და არ ერევა მშობიარობის პროცესში. შეგროვება სულ რამდენიმე წუთს გრძელდება და არ არის რისკი არც დედისთვის და არც ბავშვისთვის.

ჭიპლარის სისხლის უჯრედების გაყინვა ფაქიზი და მეტად საპასუხისმგებლო პროცესია.  რადგანაც თხევადი აზოტის ტემპერატურა არის -196°C, ამიტომ უჯრედების ოთახის ტემპერატურიდან (ანუ 20-25°C-დან) უცბად -196°C-ზე მოხვედრა უდიდეს შოკს უჯრედებისათვის, რის შედეგადაც ღეროვანი უჯრედების მნიშვნელოვანი ნაწილი იღუპება.

სადღეისოდ მსოფლიო სტანდარტია ღეროვანი უჯრედების გაყინვა  .. პროგრამირებულ გამყინავში, სადაც სპეციალური გამყინავი ახდენს უჯრედების თანდათანობით გაცივებას, წუთში -1 °C-ით, რაც უზრუნველყოფს უჯრედების მაღალ სიცოცხლისუნარიანობას.

ამასთანავე, უჯრედების კონცენტრატს  ვამატებთ  კრიოპროტექტანტ ნივთიერებას, რომელიც დაიცავს გაყინულ უჯრდებს დაზიანებისგან. ამ ნივთიერების სახელწოდებაა დიმეთილსულფოქსიდი (DMSO), რაც ასევე მსოფლიო სტანდარტია.

შედეგად,  ჩვენი კლიენტების გაყინული უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა მაქსიმალურადაა შენარჩუნებული.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ოჯახს სჭირდება ღეროვანი უჯრედები სამკურნალოდ, მათი ამოღების პროცესი მარტივია. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ მოვაწყობთ ნიმუშის უსაფრთხო გადაცემას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები გამოყენებულ იქნა 80-ზე მეტი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის ლეიკემიის, ლიმფომისა და სხვადასხვა იმუნური და სისხლის დაავადებების დროს.

თუ კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულების მიხედვით მოხდა მომსახურების ღირებულების გადახდა, მაგრამ ვერ განხორციელდა ჭიპლარის სისხლის შეგროვება (რაც დადასტურებული იქნება შესაბამისი სამედიცინო დასკვნით აღნიშნული პროცედურის ჩატარების შეუძლებლობის ან უშედეგობის შესახებ) ან ორგანიზაციის მიერ ობიექტური გარემოების გამო ვერ მოხერხდა ჭიპლარის სისხლის ნიმუშის მიღება (რაც დასტურდება ორგანიზაციის დასკვნით პროცედურის ჩატარების შეუძლებლობის ან მიზანშეუწონლობის თაობაზე), ამ პერიოდისთვის გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება კლიენტს.

თუ კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულების მიხედვით მოხდა მომსახურების ღირებულების გადახდა, მაგრამ ორგანიზაციის მიერ ვერ მოხერხდა ჭიპლარის სისხლის ნიმუშის კრიოგენული შენახვა ნიმუშის ბაქტერიული ან ვირუსული დაბინძურების გამო და არსებობს ამის შესახებ ბანკის ოფიციალური დასკვნა, ამ პერიოდისთვის გადახდილი თანხა, 250 (ორასორმოცდაათი) ევროს ექვივალენტის გამოკლებით (ორგანიზაციის მიერ უკვე გაწეული ხარჯების დასაფარავად) უბრუნდება კლიენტს.

ხელშეკრულების 2.7 და 2.8 პუნქტებში მოყვანილ შემთხვევებში, კლიენტისათვის თანხის დაბრუნება ხორციელდება ორგანიზაციის ოფიციალური დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.

ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა თავისი ბრალეულობით (ამის გამოწვევის    ორგანიზაციულ-მენეჯმენტური ხარვეზისა თუ მის თანამშრომელთა ტექნიკურ-დაუდევრობითი ან//და თვითიმედოვნებითი   გაუფრთხილებლობითი ხასიათის მიუხედავად) ჭიპლარის სისხლიდან მიღებული ნიმუშის ნაწილობრივ ან   სრულად დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში. აღნიშნული პირობების დადგომისას ნიმუშის მთლიანად განადგურების შემთხვევაში კლიენტს სრულად უბრუნდება მის მიერ ნიმუშის შენახვა-მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები, ხოლო სხვა შემთხვევებში მას უნაზღაურდება ეს ხარჯები ადექვატურად (პროპორციულობის დაცვით) მისი ინტერესებისათვის მიყენებული ზიანისა.

დაწვრილებითი ცნობებისათვის საფასურის და განვადების შესახებ დაგვირეკეთ.

+995 32 388 84 84, +995 577 762 770 ან +995 577 47 89 19